17 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
იერუსალიმში არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი პროცესია მოეწყო, ტაძარში თეოფილე მესამეც მივიდა

მაცხოვრის აღდგომის ტაძარში და მის ეზოში ათასობით მორწმუნეა შეკრებილი. იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.

ძველ ქალაქში უკვე მოეწყო არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი პროცესია, რომელიც ცეცხლის გადმოსვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ეკლესიაში ცოტა ხნის წინ მივიდა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამეც, რომელიც, ტრადიციულად, ღვთისმსახურებას უძღვება.

კუვუკლიაში შესვლამდე მას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები საგანგებოდ შეამოწმებენ, რის შემდეგაც პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ლოცვებს აღავლენს.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, ტრადიციულად, პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში გაავრცელებენ.

წმინდა ცეცხლი გადმოსვლასთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.

დღის ამბები