17 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ქარიშხალივით ტალღამ დამარტყა, რომელმაც გადამაგდო - დაშავებული მეშახტეები ტრაგედიას იხსენებენ

მეშახტეები ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ, რომლის შედეგად ექვსი მუშა გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ისინი კურიერთან ყვებიან, თუ როგორ განვითარდა შახტში მოვლენები.

დაშავებული მეშახტეები ამბობენ, რომ შახტში ჩასვლის შემდეგ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, რაა აფეთქება განხორციელებულიყო, თუმცა, არ ახსოვთ, მოხდა თუ არა აფეთქება.

„ბიჭებთან ვიყავი, ვინც დაიღუპნენ, ემზადებოდნენ, რომ უნდა აეფეთქებინათ. მერე რა მოხდა, ააფეთქეს თუ არა, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ სამთო დარტყმა იყო,“ - განაცხადა მეშახტე მურმან აშოტიამ.

მეშახტეების თქმით, სამუშაო პროცესში ცვლის უფროსი მონაწილეობდა, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება და რომელსაც შახტში არსებული რისკები თანამშრომლების ჩასვლამდე უნდა შეემოწმებინა.

„ტალღამ დამარტყა, ქარიშხალივით ტალღა იყო, რომელმაც სამი მეტრის სიმაღლეზე გადამაგო და ძირს დავარდნილი 15-17 მეტრი სიგრძეზე მიმახეთქა და გადამაგდო. მე ვიყავი უსაფრთხო ადგილას, სადაც ასეთ რამ წარმოუდგენელია და სხვა მუშები იქით იყვნე, სადაც ეს მოხდა. ფორთხვით მივედი ტელეფონით და გავიგონე ერთ-ერთი მუშის ყვირილი და ის ჩამოვიყვანე,“ - განაცხადა მეშახტე ირაკლი კირკიტაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები