ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.
სააღდგომო წირვა-ლოცვა წმინდა გიორგის ქართულ ეკლესიაში III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, დეკანოზმა გობრონმა აღავლინა.
„ავღანეთიდან, სწორედ ამ ცხელი წერტილიდან, მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა მამა გობრონმა.
ლიტურგიას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.