30 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
აღდგომის დღესასწაული - დღეს და ხვალ თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები წესდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს და ხვალ თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები წესდება. საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მანქანები იმოძრავებენ ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.


თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით კი, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართულია ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან.

დღის ამბები