17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
მართლმადიდებლები აღდგომას მთელს მსოფლიოში ზეიმობენ

მართლმადიდებლები აღდგომას მთელს მსოფლიოში ზეიმობენ - მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და სერბეთში. ათასობით ადამიანი დღესასწაულს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში შეხვდა. საზეიმო ლიტურგიას, ტრადიციულად, პატრიარქი კირილი უძღვებოდა. 8 ათასამდე მრევლთან ერთად, ტაძარში რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

ღვთისმსახურების დროს, ვლადიმერ პუტინმა და პატრიარქმა კირილმა საჩუქრებიც გაცვალეს. ტრადიციის თანახმად, რუსეთის ლიდერი აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის მოსკოვში ხვდება, შობას კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აღნიშნავს.

დღის ამბები