სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ნეტა დღეს ყველა ჩვენთაგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ. თავისუფლებამ დაამარცხოს მონობა. გამბედაობამ დაამარცხოს შიში. ქველმოქმედებამ დაამარცხოს სიძუნწე,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.