17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
გერმანიის პოლიციამ ქალაქ მიუნსტერში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დააზუსტა

გერმანიის პოლიციამ ქალაქ მიუნსტერში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დააზუსტა. ბოლო ოფიციალური ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი, მესამე გარდაცვლილი კი თავად თავდამსხმელია.

შემთხვევის შედეგად 20 ადამიანიც დაშავდა, 6 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. გამოძიებას თავდამსხმელის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიის მოქალაქე 49 წლის მამაკაცია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის ფურგონით ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ რესტორნებში შევარდა და ხალხს გადაუარა. თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

დღის ამბები