17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
თბილისში არსებული სასაფლაოებისკენ მიმავალ გზებზე შეზღუდვები დღესაც ძალაშია

თბილისში არსებული სასაფლაოებისკენ მიმავალ გზებზე შეზღუდვები დღესაც ძალაშია. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მანქანები იმოძრავებენ ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. მუხათგვერდისკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.


ძალაში რჩება სასაფლაოებისკენ მოძრავი უფასო ავტობუსებიც. ტრანსპორტი მოსახლეობას საღამოს 20:00 საათამდე მოემსახურება.

დღის ამბები