17 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში მდებარე სასაფლაოების მიმართულებით 20:00 საათამდე იმოძრავებს - გადაადგილება უფასოა 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებამდე მისასვლელ გზებზე დაწესებული შეზღუდვები დღესაც მოქმედებს.

თბილისში მდებარე სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. სპეციალურად ამ დღისთვის 82 ავტობუსია გამოყოფილი, რომლებიც მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან სასაფლაოებისკენ გადაადგილდება. ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურება.

„დაინიშნა სპეციალური მარშრუტები დამატებით, რომლისთვისაც განისაზღვრა რვა ლოკაცია, ლოკაციები ძირითადად განსაზღვრული არის მეტრო სადგურებიდან.

მეტროსადგური დიდუბე, დელისი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, ვაგზლის მოედანი, ვარკეთილი. იმოძრავებს 82 ავტობუსი შესაბამისი ინტერვალებით სასაფლაოების მიმართულებით, მომსახურება ავტობუსების ნაწილში იქნება უფასო,“- ამბობს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.

უფასო მუნიციპალირი ტრანსპორტი მგზავრებს უკვე მეორე დღეა ემსახურება. გზებზე გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. უფასოდ მგზავრობა მოქალაქეებს 20:00 საათამდე შეეძლებათ. საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება შეზღუდვები გზებზეც.

დღის ამბები