ტრადიციული ლელობურთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში წუხელ გვიან დასრულდა. სამსაათიანი ორთაბრძოლა ზემოურებსა და ქვემოურებს შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ კი გამარჯვება ქვემოურებს დარჩათ.
რაც შეეხება 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს, ის შუხუთელი იმნაიშვილების ოჯახში მიიტანეს, სადაც ათეული წლებია, ლელოს ბურთი აღდგომა დღეს დაპირისიპირების წინ იკერება.
თითქმის ორასი წელია, გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს, აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ.