9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი შესრულდა - სრულიად საქართველოს ყოფილი მუფთი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი რელიგიის საკითხებში, ჯემალ პაქსაძე იმ მოქალაქეებს თანაუგრძნობს, რომლებმაც ამ დღეს ოჯახის წევრები დაკარგეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ქართველი ერისთვის და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავი შეწირეს ქვეყნის სიყვარულისთვის, ყველა იმ ადამიანების ოჯახებს ვუთანაგრძნობ,“ - განაცხადა ჯემალ პაქსაძემ.
დღეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი შესრულდა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი 1991 წლის 9 აპრილს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.