დიღომში, ფერადკანიანებთან ადგილობრივი მოსახლების დაპირისპირების შესახებ განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან. მოსახლეობის ერთი ნაწილი, თვლის რომ სტადიონზე შეკრებილი ფერადკანიანი სტუდენტები გაცილებით მეტ სასჯელს იმსახურებდნენ.
ერთი ნაწილი ამბობს, რომ ფერადკანიანმა სტუდენტებმა მცირეწლოვან ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მეორე ნაწილი კი ჰყვება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტადიონზე დიდი ხნის მანძილზე თამაშობდნენ და ბავშვებს იქ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილის განცხადებით, მან უცხოელ სტუდენტებს ჰკითხა რამდენ ხანში დაასრულებდნენ თამაშს, რასაც მისივე განცხადებით, უცხოელი სტუდენტების აგრესია მოჰყვა.
ადგილობრივი ირწმუნება, მას სტიდენტებმა ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.
„ ბავშვები იყვნენ ამ კუთხეში. ისინი მთელ სტადიონზე თამაშობდნენ. შევედი და ვკითხე, რომელზე ამთავრებთქო, ყურადღებაც არ მომაქციეს. ერთმა ფეხი ამომიქნია, ეს თითი მაქვს დალურჯებული,ხელიც მკრა ერთ-ერთმა.
თამაშის უფლება როგორ არ ჰქონდათ, მაგრამ ხუთი საათი ელოდებოდნენ, წამაქცია ერთმა და ნებისმიერი მეზობელი რომ დაინახავს დაუდგება გვერდით... კადრები არ არის გადაღებული საიდანაც დაიწყო...
ზოგი აშველებდა და ზოგი...არავის უხმარია ხელჯოხი...რატომ უნდა გამომეძახებინა პოლიცია ჩემს ეზოში?“ - ამბობს ადგილობრივი.
ერთ-ერთი ადგილობრივი კი ჰყვება, რომ კონფლიქტი ფერადკანიანებსა და 12 წლის ბიჭს შორის დაიწყო, რაშიც არასრულწლოვანის დედა ჩაერია შემდეგ კი მას მეზობლები გამოესარჩლნენ.
„ზოგს დინგში მოხვდა... მაგრამ ძაან არა... მე რომ ვთვლი ცოტა მოხვდა ზოგ- ზოგიერთებს“-ამბობს ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრები.