22 დეკემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"გვითხრეს, რომ წავსულიყავით არამარტო სტადიონიდან, არამედ ქვეყნიდანაც"- ფერადკანიანი სტუდენტები დაპირისპირების დეტალებზე საუბრობენ 

ფერადკანიანი სტუდენტების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცემის საქმეზე ამ ეტაპზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, თავად დაზარალებული სტუდენტები ჰყვებიან, რომ მათ ადგილობრივები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რასობრივ ნიადაგზე აყენებდნენ და ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. 

მათივე თქმით, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“.

„დაახლოებით, საღამოს ექვს საათზე, მეგობრები ვთამაშობდით ფეხბურთს. ყოველთვის ბელიაშვილის ქუჩაზე, მუნიციპალურ სტადიონზე ვთამაშობთ ხოლმე ჩვენთან მოვიდნენ და მოედნის დატოვება მოგვთხოვეს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ერთად გვეთამაშა. რაზეც უარი გვითხრეს. გვითხრეს, რომ 5 წუთში დაგვეტოვებინა ტერიტორია, გააგრძელეს ჩვენთან ჩხუბი. გვითხრეს, რომ წავსულიყავით არამარტო სტადიონიდან რამედ ქვეყნიდანაც, რადგანაც ვართ ფერადკანიანები. ვითარების დაძაბვის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ, მანამდე კი დაპირისპირება ტელეფონით გადავიღეთ. ვიდეო პოლიციელებსაც ვუჩვენეთ,“-ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მისი თქმით, ეს არ არის შევიწროვების პირველი შემთხვევა. სტუდენტი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ტაქსის მძღოლმა მას „ზანგი“ უწოდა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

დღის ამბები