17 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.კათოლიკოს-პატრიარქი, რუსთაველის გამზირზე, თავის თანამოსაყდრესთან ერთად, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.

ტრაგიკულ ღამეს, 29 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს უშუალოდ მიტინგის მონაწილეებმა და დაღუპულების ოჯახის წევრებმაც.

დღეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი შესრულდა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი 1991 წლის 9 აპრილს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

რუსთაველის გამზირზე, დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. 

დღის ამბები