1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენის მონაწილეები, რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.
9 აპრილის მემორიალთან დემონსტრაციის უშუალო მონაწილეები იმყოფებიან. თვითმხილველებმა 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია გაიხსენეს.
„იმპერიის დამარცხება გვინდოდა, თავისუფლება გვინდოდა მოგვეპოვებინა და უკეთესი ცხოვრება გვინდოდა, უკეთესი დემოკრატია გვინდოდა,“ - იხსენებს 9 აპრილის ტრაგედიის თვითმხილველი.
დღეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი შესრულდა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი 1991 წლის 9 აპრილს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.