17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
თბილისში მოძრავი ავტომობილებისთვის დღეს გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული

საფლავთ კურთხევის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში მდებარე სასაფლაოებისკენ მოქალაქეებს გადაადგილება უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით შეუძლიათ. 

მოქალაქეებს ავტობუსები სასაფლაოებთან მდებარე უახლოესი მეტროსადგურებიდან მოემსახურებიან. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე უფასოდ შეეძლებათ.

თბილისში მოძრავი ავტომობილებისთვის კი დღეს გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შსს-მ გარკვეული შეზღუდვები დააწესა. მაგალითად; საბურთალოს სასაფლაოზე მისვლა იქნება შესაძლებელი მხოლოდ სანდრო ეულის და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით და ამ მიმართულებით ტრანსპორტი მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს.

კუკიის სასაფლაოზე მისვლა იქნება შესაძლებელი მხოლოდ მამარდაშვილის ქუჩის გავლით. მუხათგვერდისკენ კი ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.


ადგილზე მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია, რომელიც ავტომობილების გადაადგილებას გააკონტროლებს.

დღის ამბები