მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საფლავთკურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები საფლავზე გადიან და მიცვალებულებს მაცხოვრის აღდგომას სიმბოლურად ახარებენ. დღევანდელ დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების თანამებრძოლები და ოჯახის წევრები.
ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა არჩილ ტატუნაშვილს მამა, რომელმაც მომხდარი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„ჰყავდათ თითქმის ერთი თვე ცხედარი დაპატიმრებული და ერთი თვისთავზე დაგვიბრუნეს. ცდილობდნენ , რომ წაეშალათ კვალი წამებისა, რაც „ომონის“ იზოლატორში მიაყენეს ჩემს შვილს. სასტიკად იყო ნაწამები, დაჩეხილი და თან დამტვრეული ხელები , ფეხები, სახე,“-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა 2008 წლის ომის დროს წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის ოჯახი.
„ამოვედით დღეს აქ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე , გიორგი ანწუხელიძის საფლავზე, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და მოვიგონოთ გიორგი,“-განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ანწუხელიძემ.