17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს 

ტრაგიკული შემთხვევა თბილისში - პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ ბინა რამდენიმე დღით ჰქონდათ ნაქირავები.  

წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილი სავარაუდოდ co-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

თუმცა ადგილზე მისული ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაზის სისტემა ბინაში გამართული იყო.

შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების შემდეგ ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

დღის ამბები