17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
გლოვის ღამე ტყიბულში - გარდაცვლილ მეშახტეებს პატივი მდუმარე აქციით მიაგეს 

გლოვის ღამე ტყიბულში - მინდელის სახელობის შახტში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის ცენტრში ასობით ადამიანი შეიკრიბა.

მდუმარე აქციაში მონაწილეობა პროფკავშირების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტყიბულში დასაქმებულმა მეშახტეებმა და გარდაცვლილთა ნათესავებმა მიიღეს. აქცია თეატრის შენობის წინ დილამდე გაგრძელდა.

ადგილობრივების თქმით, ბოლო 1 წელში ქალაქმა 11 მეშახტე დაკარგა. შეკრებილებმა მომხდარის დროულად გამოძიების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. 

მეშახტეები ამბობენ, რომ აუცილებელია შრომის უსაფრთხოების გამკაცრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები