17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლოების მქონე "მეტრომანი" - დედაქალაქის მერია კონკურსს აცხადებს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია სამგზავრო ბარათების დიზაინზე კონკურსს აცხადებს. განცხადება თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, ახალი მეტრომანი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლურ ნიშნებს უნდა შეიცავდეს.

„გვინდა, რომ ამ მოვლენის აღნიშვნა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლებოდეს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას, ამიტომ თბილისის მერია სრულიად იზიარებს თბილის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის ე.წ. მეტრომანის დიზაინზე, რომლის შინაარსიც საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება,“-განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, დღეიდან 24 აპრილის ჩათვლით ყველა მსურველს შეეძლება კონკურსში მონაწილეობის მიღება, ასაკი შეზღუდული არ არის. გამარჯვებული კი 5 მაისს გამოვლინდება.

დღის ამბები