17 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
„ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, ორი კაპიკის გულისთვის იყო შახტში ჩასული“- დაღუპული 6 მეშახტიდან ხუთს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთს დღეს დაკრძალავენ. ოჯახის წევრების და საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამგლოვიარო პროცესია 14:00 საათზე დაიწყება. კიდევ ერთ დაღუპულს კი ხუთშაბათს დაასაფლავებენ.

კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, რა გახდა 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი. 

გარდაცვლილი პავლე გამეზარდაშვილის მამა, გურამ გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

თუმცა მეშახტეები ამბობენ, რომ მათ ძალიან მძიმე და რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და შესაბამისად, ანაზღაურება და პენსია მაღალი უნდა ჰქონდეთ.

„ამნაირი საქმე რომ ხდება, მაშინ, რომ ახსენდება ყველას, მანამდე ჩამოვიდნენ, მანამდე შეხედონ, რა სიტუაციაშია მუშაობა, თითოეული ჩვენგანის, მეშახტიორის ბედი. მე ერთ-ერთი დაზარალებული ვარ და ცოცხალი ვარ, ნახევარი საათით გადავურჩი ამ ტრაგედიას, ახალგაზრდა უცოლო ბიჭია გარდაცვლილი, რა მოასწრო ცხოვრებაში, ორი კაპიკის გულისთვის იყო შახტში ჩასული, მამა ინვალიდი ჰყავს, მშობლებს ეხმარებოდა და იქ ჩავიდა,“- განაცხადა მეშახტე ირაკლი კირკიტაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები