17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ახალი პარკინგ ინსპექტორები დედაქალაქში 

დედაქალაქის მერიის მიერ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, სისტემა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ოფიციალურად გადაიბარა. კომპანია განახლებული ტექნიკით, ეკიპირებითა და ავტომობილებით აღიჭურვა.  

მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ჯგუფი შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად უკვე მზად არის.

სატრანსპორტო სამსახური "C.T. Park"-ის მოვალეობებს შეასრულებს, თუმცა პირობები ძველი რჩება:

* ამ ეტაპისთვის პარკირების მომსახურების საფასური წლიური 50 ლარი არ იცვლება   

* ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის 10 ლარი - არ იცვლება 

* საურავი გადაუხდელ ჯარიმაზე - 150 ლარი არ იცვლება

არასწორი პარკირების შემთხვევებში მანქანის ევაკუაცია ისევ განხორციელდება, თუმცა ევაკუატორის მომსახურების ღირებულებას დღემდე "სითი პარკი" ადგენდა და მისი საფასური 60 ლარი იყო, ახლა ტარიფს უკვე მერია დაადგენს. 

დღემდე პარკირების მოსაკრებლისა და ჯარიმების შედეგად მიღებული შემოსავლის 60% მერიას რჩებოდა, 40% კი სითი პარკს, ამიერიდან მთლიანი შემოსავალი დედაქალაქის ბიუჯეტში დარჩება. 

სითი პარკი" კი მერიასთან სამართლებრივი დავისთვის ემზადება. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები