17 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 112 წლის იაპონელი მამაკაცია 

112 წლის იაპონელი მამაკაცი მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარეს.

გინესის რეკორდების კომისიამ მასაზო ნონაკას ცხოვრება შეისწავლა და დაასკვნა, რომ დღევანდელი მოცემულობით ის დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანია.

112 წლის მამაკაცი 1905 წლის 25 ივლისს ჰოკაიდოს კუნძულზე, ქალაქ აშოროში, დაიბადა. სტატუსის მინიჭების ცერემონიაც მისივე მშობლიურ ფერმაში გაიმართა.

როგორც თავად ამბობს, მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გოგირდის აბაზანები, სუფთა ჰაერი და ტკბილეულია.

გინესის კომისიის განაცხადებით, მასაზო ნონაკამ კიდევ 3 წელი და 161 დღე უნდა იცოცხლოს იმისთვის, რომ მამაკაცებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის რეკორდი მოხსნას.

ეს სტატუსი დღემდე ასევე იაპონელ მამაკაცს ეკუთვნის, რომელმაც 116 წელი და 54 დღე იცოცხლა და 2013 წელს გარდაიცვალა.

დღის ამბები