17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
სეს-ი თბილისში "როსსელხოზნადზორ"-ის წარმომადგენლები ჩამოსვლას ადასტურებს

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებს რუსი სპეციალისტები გაეცნობიან.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის ინფორმაციით, რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები საქართველოში ვიზიტისას აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნობიან.

„რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება,“ -  განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გარდა ამისა, სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. გაიმართა ფორუმი და არაერთი დისკუსია“.

კურიერის ინფორმაციით, თბილისში ცოტა ხნის წინ როსსელხოზნადზორ-ის  წარმომადგენლები ჩამოფრინდნენ. როსსელხოზნადზორის-ის  წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ დარღვეული აქვთ "კანონი ოკუპაციის შესახებაც".

დღის ამბები