17 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ბელიაშვილის ქუჩელებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის ამხანაგური მატჩი 14 აპრილს გაიმართება - ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაცია დედაქალაქის მერის ინიციატივას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაცია „თამაში ყველასთვის“ კამპანიის ფარგლებში მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებელთა და ნიგერიელი სტუდენტების ამხანაგურ მატჩს.

„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო ამხანაგური შეხვედრა, 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება.

"ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები