17 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში "ბახალას" საქმის განხილვა 15 მაისამდე გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში დღეს გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" საქმის განხილვა დაიწყო. დაცვის მხარე 8-წლიან ვერდიქტს ზედა ინსტანციაში ასაჩივრებს.

სასამართლოსთვის დღეს მხარეებს შესავალი სიტყვით უნდა მიემართათ, თუმცა, პროცესი დაცვის შუამდგომლობით გადაიდო.

"ბახალას" ადვოკატები, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების გამო, საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმეების ხელახლა დაკითხვას ითხოვენ. ასევე, ისინი ვიდეომასალის წარდგენას ითხოვენ, სადაც უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება იკვეთება.

პროცესი 15 მაისს განახლდება.

დღის ამბები