17 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
მინდელის შახტში დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთი დაკრძალეს

ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთი დღეს დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესია ტყიბულში 14:00 საათზე დაიწყო.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გლოვის დასრულების შემდეგ ტყიბულში მომხდარი ტრაგედია არ უნდა დაივიწყონ და მიზეზების დასადგენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„5 აპრილს მომხდარი ფაქტი აღარ უნდა განმეორდეს ტყიბულში და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა, მედიამ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ 3-4 კვირის შემდეგ, როდესაც გლოვის სიმწვავე გადაივლის, საზოგადოება მივწყნარდეთ. ეს ამბავი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, შახტა უნდა დაიკეტოს, უნდა მოხდეს ან მისი რეაბილიტაცია ან ალტერნატიული დასაქმების პროგრამების განხორციელება ტყიბულში,“ - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ.

დაღუპულების ოჯახის წევრებს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორმა, დავით ბეჟუაშვილმაც, მიუსამძიმრა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები