17 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
"ეს იქნება ზონალური, თუ ეს იქნება საათობრივი, ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ" - კახა კალაძე პარკირების გადასახდელზე

სითი პარკი დღეს სრულად ჩაანაცვლა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ.

კომპანიას პირველი სამუშაო დღე ჰქონდა თბილისის ქუჩებში. პარკირების ადმინისტრირებას 140-მდე თანამშრომელი ახალი აღჭურვილობით  იწყებს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საჯარიმო სანქციებიც და პარკირების გადასახდელიც უცვლელი რჩება.

როგორც სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, კომპანიის თანამშრომლები დღეს ჯარიმებს არ წერენ.

კომპანიის თანამშრომლებს დღეს დედაქალაქის მერიც შეხვდა, მან ადგილზე დაათვალიერა კომპანიის სათავო ოფისი და ახალი აღჭურვილობა.

„ხედავთ, რომ უკვე ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი გაწიოს ტრანსპორტის კომპანიამ. პირობას გაძლევთ, რომ საუკეთესოდ მოემსახურებიან ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს.

"ვაპირებთ, არსებული რეალობა შეიცვალოს. როგორი მიდგომები იქნება, ეს იქნება ზონალური თუ ეს იქნება საათობრივი - ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ, თუ როგორი ხედვა და კონცეფცია იქნება ამ მიმართულებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები