ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იმ საქმეებს იხსენებს, რომლებიც რასობრივ დისკრიმინაციას ეხება.
გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც კვების ობიექტში ფერადკანიანს ეთნიკურმა ქართველმა მოსთხოვა, სხვა მაგიდასთან გადასულიყო, რადგან მის გვერდით არ სურდა ჭამა.
მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა ასევე სკოლაშიც შავკანიანი მოსწავლის მიმართ ბულინგის შემთხვევას.
„თანაკლასელმა შავკანიან მოსწავლეს უთხრა, წადი შენს აფრიკაშიო,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ის, რაც ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა, არ არის პირველი შემთხვევა და დისკრიმინაციის ტენდენცია სულ უფრო მზარდია.
საია-ის იურისტი ამბობს, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება. გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ფრონტის ხაზი სწორედ განათლებაზე გადის.