17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"პრობლემა, რომელიც რასიზმს ეხება, უფრო გამძაფრდება... ქვეყანა შედის ქაოტურ ფაზაში" - ნიკა ვაჩეიშვილი

"პრობლემა, რომელიც რასიზმს ეხება, უფრო გამძაფრდება," - ასეთია ნიკა ვაჩეიშვილის შეფასება იმ მოვლენები მიმართ, რომელიც უცხოეთიდან ჩამოსული სტუდენტების მიმართ ხორციელდება.

"სურათი არის მოულოდნელად ჭრელი და მე ვფიქრობ, რომ ეს სიჭრელე გამძაფრდება," -განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, გადაედოს სხვა სფეროებსაც,  მათ შორის სექსუალური უმცირესობების დევნას. 

ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა შედის ქაოტურ ფაზაში. მისი თქმით, სახელმწიფომ ერთიანი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგეს და ჩამოაყალიბოს პოლიტიკა.

„ის მიდგომა, რომ მხოლოდ მე ვარ მართალი და მხოლოდ მე შემიძლია, დავინახო მართალი და სხვა ყველა მტყუანია, ეს მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოსთან მიბმული ფსიქოლოგიაა ადამიანების. ამიტომ საზოგადოებას სჭირდება მიხმარება და საზოგადოება უცებ შეიძლება, გაიზარდოს,“ - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა. 

დღის ამბები