17 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ბაქოში გამართულ ექსპოზიციაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაათვალიერა. გამოფენაზე მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 230-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას დაესწრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილიც.

დღის ამბები