17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
მაღლაფერიძის დანიშვნიდან ცოტა ხანში საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა შემცირდა - Freedom House

„მედიასაშუალებებმა 2017 წელს უკუსვლა განიცადეს,“- ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნის შემდეგ არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა შემცირდა.

Freedom House-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“ მის წინააღმდეგ წარმოებული პროცესების გამო ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.

გავლენიანი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანიამ პოლიტიკურ ცენზურას თავი დააღწია მას შემდეგ, რაც საქმეს ევროსასამართლო განიხილავს.

„იანვარში ივანიშვილის ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორად აირჩიეს. მაღლაფერიძის დანიშვნიდან ცოტა ხანში დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუები და შემცირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

"მთავარმა ოპოზიციურმა ტელემაუწყებელმა "რუსთავი 2-მა“ თავი დააღწია პოლიტიკურ ცენზურას მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩაერია და შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადაო გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, „რუსთავი 2“ მთელი წლის განმავლობაში ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა და ელოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში განხილვის დაწყების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები