17 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ალჟირში ავიაკატასტროფას 250 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირში ავიაკატასტროფის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. კატასტროფა დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა. ბორტზე ძირითადად სამხედროები იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. გადარჩენილების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, სააგენტოების ნაწილი წერს, რომ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა, ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით კი სასწრაფო დახმარების მანქანებმა კლინიკებში რამდენიმე ადამიანი გადაიყვანეს. 

დღის ამბები