17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართავს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და თავმჯდომარეთა ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართავს. 

კოალიციაში მიაჩნიათ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა დამოუკიდებელი არ არის და რეფორმები საჭიროა.

არასამთავრობო სექტორი სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზეც საუბრობს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს არსებული ინსტიტუციური მოწყობა, როდესაც პრაქტიკულად მასზე სკოლა არის სრულად დამოკიდებული, ეს სამწუხაროდ არ ადგება სისტემას. სკოლაში მიღების პროცესი უნდა იყოს საბჭოსგან დამოუკიდებელი და ეს უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ სკოლას მიეცეს უფლებამოსილება, საბჭოსთან კონსულტაციის გზით, მაგრამ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ, სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობის შესახებ, კონკურსის გამოცხადების და შერჩევის თაობაზე,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც". 

„კოალიცია საქართველოს პარლამენტს სთავაზობს, რომ თავმჯდომარეებს ირჩევდნენ იმავე სასამართლოს მოსამართლეები ფარული კენჭისყრით და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ერთი და იგივე მოსამართლეს განმეორებით არ ქონდეს უფლებამოსილება დაიკავოს კვლავ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

დღის ამბები