არასამთავრობო სექტორი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეების დროულად გამოვლენას და დასჯას ითხოვს. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი ჯარისკაცის გატაცებისა და მკვლელობიდან თითქმის ორი თვე გავიდა, თუმცა დამანაშვეების იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. არსამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საგამოძიებო უწყებებს ყველა სამართლებრივი მექნიზმის გამოყენას სთხოვს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფრომაცია არ აქვს ოჯახსაც. ადამიანის უფლებათა ცენტრი სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სამსართლოსთვის სარჩელის მომზადებასაც გეგმავს.