17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ტყიბულის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მეშახტეს, გოგი რაფავას დღეს დაკრძალვენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მეშახტეს, გოგი რაფავას დღეს დაკრძალვენ. ოჯახის წევრები ამ დრომდე ელოდებიან მომხდარის ზუსტი მიზეზების დადგენას. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, პარალელურად კი დასკვნაზე მუშაობენ სამხარაულის ბიუროს ექსპერტები. რამ წარმოქმნა ჰაერის ძლიერი ტალღა შახტში და იყო თუ არა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმა - ამ კითხვებზე პასუხები ჯერ ისევ არ არსებობს. პროფკავშირების მოწვევით კი უკრაინის სამთო ექსპერტები მუშაობაში 23 აპირლიდან ჩაერთვებიან. ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 მეშახტე ემსხვერპლა, 5 ორი დღის წინ დაკრძალეს.

დღის ამბები