17 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრული კრახი - პროფკავშირების თავმჯდომარე პრემიერს წერილით მიმართავს

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრული კრახი - ამ შინაარსის წერილით მიმართავს პროფკავშირების თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ვითარება რთულია და ამაზე მიუთითებს 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაც. წერილში წერია, რომ ალტერნატიული სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ადგილობრივები იძლებულები არიან შახტებსა და მაღაროებში, საფრთხის შემცველ გარემოში იმუშავონ. პროფკავშირები კი ტყიბულელი მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელებისათვის ღირებული სამუშაო პირობების შექმნასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ასევე საუბრობენ ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესის შეჩერებისა და მისი რეაბილიტაციის შესახებ.

დღის ამბები