17 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ივანიშვილის მორიგი ხე-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 14 სოფელს მთელი ღამე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 14 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შეფერხების მიზეზი კი კიდევ ერთი გიგანტური ხის ტრანსპორტირება გახდა, რომელიც ივანიშვილის დენდროპარკში გადასარგავად მიაქვთ. 10 სამშენებლო ბრიგადა იშვიათი ჯიშის კატაპას ხის გადატანას ინგირდან კახათში  უშედეგოდ ცდილობდა. სახელდახელოდ დაგებულმა ბეტონის ფილებმა ვერ გაუძლო თითქმის 100 ტონიან დატვირთვას და დაიწია. სამუშაოები სავარაუდოდ დღეს გაგრძელდება. კახათში კიდევ რამდენიმე გიგანტური ხეა გადატანილი, მათი დანიშნულების სააბოლო წერტილი კი ურეკი, ივანიშვილის დენდრო პარკია. 

დღის ამბები