კონგრესში მოსმენის მეორე დღეს მარკ ცუკერბერგმა შეერთებული შტატების სენატის სავაჭრო კომიტეტის შეკითხვებს უპასუხა.
"ფეისბუკის" დამფუძნებელმა კანონმდებლებს განმარტებები მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემის უკანონო მოპოვების სკანდალთან დაკავშირებით მისცა და განაცხადა, რომ უნებართვოდ მისი პირადი ინფორმაციაც გამოიყენეს.
მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა და სოციალური ქსელების რეგულირების იდეისადმი მხარდაჭერა გამოთქვა. მისი ორდღიანი დაკითხვა კონგრესში საერთო ჯამში 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.