ქართული კინოს ლეგენდას ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში - მისი დედის გვერდით დაკრძალავენ. სამოქალქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათიდან დაიწყო. მსახიობს ეკლესიიდან ორ საათზე გამოასვენებენ. ლეილა აბაშიძეს, რომელსაც ქართულ კინოში არაერთი სახე აქვს შექმნილი, ვარსკვლავი 2009 წელს გაუხსნეს. ლეგენდარული ქართველი მსახიობი 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.