30 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
ფოთში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ფოთში, ნაბადას უბანში საბავშვო ბაღი გაქურდეს. დაუდგენელი პირები შენობაში წუხელ გვიან ღამით სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. საბავშვო ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, წაღებულია ათას ლარამდე ღირებულების მუსიკალური ტექნიკა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

დღის ამბები