17 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები "M კვადრატთან" ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ 

"ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები, სამშენებლო კომპანია "M კვადრატის" წარმომადგენლები და გუკა რჩეულიშვილი დღეს მთავარი პროკურორის მოადგილესა და „ცენტრ-პოინტის” საქმის პროკურორებთან შეხვედრას გამართავენ.

დაზარალებულები "ცენტრ-პოინტის" მიერ შეთავაზებულ პირობებს არ ეთანხმებიან. ისინი კომპანიის საქმიდან ჩამოშორებას და "M კვადრატთან“ ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.

დაზარალებულები შიშობენ, რომ ისინი “ცენტრ-პოინტის“ მხრიდან პირობების დარღვევის შემთხვევაში ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგებიან.

„გარანტია არანაირი არ გვაქვს იმისა, რომ რაიმე შედეგი დადგება. "M კვადრატმა“ ნება იბოძოს და ჩვენთან გააფორმოს ხელშეკრულება,“-აცხადებს "ცენტრ-პოინტი"-ს მიერ დაზარალებული მარიამ ქოიავა.  

დღის ამბები