17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისი-სტამბოლი რეისის მგზავრი იყო. გარდაცვლილი 1989 წელს დაბადებული მამაკაცია. ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

დღის ამბები