სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები კვლავ აპროტესტებს. მათი თქმით, მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილ ტერიტორიაზე ახალი შენობა შენდება, რომელიც მათ საცხოვრებელთან ძალიან ახლოს იქნება.
აფაქიძის ქუჩაზე მოსახლეობის განცხადებით, ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში ტერიტორიაზე სახანძრო და სასწრაფო მანქანებისთვის გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
მოსახლეობა ამბობს, რომ 2009 წელს მშენებლობა დავით ნარმანიამ გააუქმა, მაგრამ ახალმა ქალაქის მერმა კახი კალაძემ მშენებლობის ნებართვა 2018 წელს თავიდან გასცა.
მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, რომ თბილისის მერი შეხვდეს და მოისმინოს არსებული პრობლემები და მშენებლობა არა 2009 წლის, არამედ 2018 წლის ნორმებით გაგრძელდეს.