„ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელი კომპანიის მიერ დაზარალებულებს პასუხობს, რომლებიც ხელშეკრულებების გაფორმებას M²-თან ითხოვენ, რადგან „ცენტრ-პოინტს“ არ ენდობიან. გუკა რჩეულიშვილის თქმით, დაზარალებულების მოლოდინი უსაფუძვლოა.
რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულებაში დამატებითი ახალი პირობები ჩაიდოს, რომელიც მათ გარანტიას მისცემთ, რომ გარკვეულ დროში საკუთარი ბინები გადაეცემათ.
„M² იღებს და ამთავრებს ვალდებულებებს. ჩვენ M²-ს ამის საფასურად მიწებს გადავცემთ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ჩემთან M² გამოდის, მე - ხალხთან. ყველაფერი დაფიქსირებული იქნება იურიდიულად,“- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
განმარტებებს აკეთებენ M²-ში. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანია ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს კლიენტებთან არ აფორმებს.
„ჩვენ გვყავს დამკვეთი, ამ შემთხვევაში ის არის „ცენტრ-პოინტი“, ხელშეკრულებას ვაფორმებთ „ცენტრ-პოინტთან. ჩვენ მას უნდა შევუსრულოთ სამუშაოები, ჩვენ დაზარალებულებისთვის ბინები არ მიგვიყიდია და მათთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ჩვენ ვერ გავაფორმებთ,“- განაცხადა „M² უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ.
ავტორი: თაკო სურგულაძე.