17 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მთავარი მოწმის დაკითხვა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მთავარი მოწმის დაკითხვა გრძელდება. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის, მიხეილ კალანდიას ჩვენებამ, წინა სასამართლო სხდომაზე, გამოძიება პრაქტიკულად ჩიხში შეიყვანა, რადგან საქმის მთავარმა მოწმემ წინა ჩვენება შეცვალა.

ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულმა მოწმემ სასამართლოზე განაცხადა, რომ გამოძიებას ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

„აღნიშნულს რაც შეეხება, რომ წაიყვანა ბიძამ და ა.შ. მეც საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე ეს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს სიმართლე იყოს, თუმცა, დადასტურებულად მე არ შემიძლია ამის თქმა, ვინაიდან მე არ ვიცი, ნამდვილად წაიყვანა თუ არამ“ - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი, ზვიად ფხაკაძე კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ განცხადებას მოწმის დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის შემდეგ, არასრულწლოვანების მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეს, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი შეხვდა.

დავით სალარიძის მამა, ზაზა სალარიძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა მირზა სუბელიანს მთავარი მოწმე მოენახულებინა, რადგან სუბელიანი არასრულწლოვნის ბიძაა, თუმცა, განმარტავს, რომ ზეწოლის მოხდენის ალბათობა არსებობს და არასრულწლოვანი მხოლოდ ადვოკატს უნდა შეხვედროდა. 

დღის ამბები