17 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
დღეს კვირაცხოვლობაა-ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთის მსახურება ტარდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომის დღესასწაულის განახლებას, ანუ კვირაცხოვლობას აღნიშნავენ. ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება. სწორედ დღიდან მოყოლებულია მორწმუნეებისთვის ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაული, რის გამოც ისინი კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

ამ დღესთან დაკავშირებით ღვთისმსახურება სვეტიცხოვლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.

„კვირაცხოვლობა აღდგომის განახლებაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპისკოპოსმა, სამღვდელოებამ თავთავიანთ ეპარქიებსა და ტაძრებში  იდღესასწაულოს ეს დიდი დღე. დღეს კი კათოლიკოს-პატრიარქმა შემოკრიბა ყველა ეპისკოპოსი, სამღვდელოება რომ იდღესასწაულონ ეს დიდი დღე,“-განაცხადა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ. 

დღის ამბები