17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
უკანონო სანახშირე ორმოების დემონტაჟი კახეთში-გამოვლენილია ათამდე სანახშირე

კახეთში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანახშირე ორმოების დემონტაჟი განახორციელეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად სულ ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოხდა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ხუთნახევარი კუბური მეტრი ხე-ტყე, რომელიც ადგილობრივ მერიას ჩაბარდა. ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არ ქონისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ რამდენიმე ოქმი.

დღის ამბები