სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გახსნილია. მოლაშქრეებს რაჭაში, შაორის წყალსაცავთან მდებარე ბანაკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ლაშქრობაში 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. 4 დღიანი ღონისძიების ფარგლებში მოლაშქრეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და გაეცნონ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალ ღონისძიებებს. ლაშქრობის ფარგლებში იმართება სახალისო საველე თამაშები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი - მოეწყობა ელექტრონული მუსიკალური ფესტივალიც.