ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების, დეპუტატებისა და უცხოელი სტუდენტების ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა 8 აპრილს, ამავე სტადიონზე ფერადკანიან სტუდენტებთან მომხდარი დაპირისპირების საპასუხოდ ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ამხანაგური მატჩის ჩატარების ინიციატივით ფედერაციას ქალაქის მერმა მიმართა.
შეხვედრაში მონაწილებდა კახი კალაძეც, ასევე უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. მატჩის დასრულების შემდეგ ბელიაშვილის ქუჩის სტადიონს საჩუქრად რამდენიმე ბურთი გადაეცა.